пятница, 14 декабря 2012 г.

ბანკი რესპუბლიკა

 ბანკი "რესპუბლიკა" ერთ–ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც ეწევა კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას, ასევე ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკს 37 ფილიალი და სერვის-ცენტრი აქვს ქვეყნის მასშტაბით[1].
2006 წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" გახდა ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი. 2009 წელს ჯგუფმა თავისი წილი 80%–მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალის" გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ "რესპუბლიკის" ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას "სოსიეტე ჟენერალის" ჯგუფის ფარგლებში. "ბანკი რესპუბლიკა" აქტიურია იპოთეკური და სამომხმარებლო დაფინანსებისა და მიკროდაკრედიტების კუთხით და დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს არამხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
2010 წელს საქართველოს საბანკო სექტორმა კრიზისის დაძლევა შეძლო[2] დაიწყო, რაც პოზიტიურად აისახა "ბანკი რესპუბლიკას" გააქტიურებულ მარკეტინგულ აქტივობაზე, კომერციული პოზიციის გაძლიერებასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე.
ბანკი "რესპუბლიკა" სთავაზობს კლიენტებს ხელსაყრელ და ინოვაციურ პროდუქტებს. 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისიდან ბანკმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საკრედიტო პირობები და წარადგინა ყველაზე დაბალი განაკვეთები საქართველოს ბაზარზე, რაც საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც "ძალზე პოზიტიური კამპანია". ყოველივე ეს დადასტურდა კამპანიის პოპულარობით და წარმატებით აისახა ბანკის საკრედიტო პორტფელის ზრდაზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ "რესპუბლიკისთვის" კვლავაც ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ბანკი რეგულარულად ახორციელებს მრავალ სოციალურ პროექტს საზოგადოების კეთილდღეობის მხარდასაჭერა.წყარო

საქართველოს ბანკი

ააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი — საქართველოს უნივერსალური კომერციული ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის 21 ოქტომბერს ყოფილი სახელმწიფო ბანკი ”ბინსოცბანკის” ბაზაზე.
საქართველოს ბანკი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის და სააქციო კაპიტალის მიხედვით (საბანკო ბიულეტენი, #6 <132>, გვ. 5-8 - თბილისი, საქართველოს ეროვნული ბანკი, 16-23 აპრილი, 2007წ). ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 137 შეადგენს და იგი 953 ათასზე მეტი ფიზიკური პირისა და 164 ათასზე მეტი იურიდიული პირის ანგარიშს ემსახურება. ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის, ”ალდაგი-ბისიაი”-ს მეშვეობით, აგრეთვე საბროკერო და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის ”ბი ჯი კაპიტალის” საშუალებით.წყარო

                                  

თიბისი ბანკი

 თიბისი ბანკი — ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.
შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 3,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 88 ფილიალით, 232 ბანკომატით და 2,446 პოს-ტერმინალით, 2011 წლის ბოლოს მდგომარეობით.
თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 55% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch ("JPMorgan") და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. ("Ashmore"), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 28%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7%-ი მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch -ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s -ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2012 და 2011 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ საფეხურიდან ‘BB-’ საფეხურამდე აამაღლა, “სტაბილური” პროგნოზით. ამავე დროს, სააგენტომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი (VR) ‘b+ საფეხურიდან ‘bb-’ საფეხურამდე გაზარდა. მანამდე, 2011 წელს, სააგენტო Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B3 საფეხურიდან B1 საფეხურამდე, ხოლო მისი ფინანსური პოტენციალის რეიტინგი (E+)დან (D-)მდე აამაღლა.
სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა. წყარო

ლიბერთი ბანკი


                                 

ლიბერთი ბანკი, ყოფილი "სახალხო ბანკი" — კერძო ბანკი საქართველოში, სიდიდით მეშვიდე ადგილზეა მთლიანი აქტივებით და შიდა ბაზრის 3,4% უჭირავს (2009 წლის მდგომარეობით). ბანკს საქართველოს მასშტაბით ფილიალების უდიდესი ქსელი აქვს. 2009 წლის სექტემბერში ბანკის აქციათა 91,2 % შეიძინა კომპანიამ Liberty Investments Holding B.V. — ერთობლივი საწარმო შექმნილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო გურგენიძისა და რუმინელი მეწარმე დინუ პატრიციუს მიერ.წყარო

                              

პრივატ ბანკი

პრივატბანკი (უკრ. ПриватБанк) – უკრაინის უდიდესი ბანკი კლიენტების რაოდენობით, აქტივებით, საკრედიტო მარაგით [1] და სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადების გადახდით[2].
პრივატბანკი სათავო ოფისი, დნეპროპეტროვსკი, უკრაინა
პრივატბანკის შტაბ-ბინა, უკრაინის მრავალი სხვა უდიდეს ბანკებთან განსხვავებით, მდებარეობს დნეპროპეტროვსკში, და არა კიევში. გარდა ამისა, პრივატბანკი არის ერთადერთი უკრაინის უდიდეს ბანკებთა შორის, 100% უკრაინის კაპიტალით. საწესდებო კაპიტალი 8,860 მლრდ გრივნა (2011 წლის 1 იანვრს), საკუთარი კაპიტალი 11,880 მლრდ გრივნა (2011 წლის 1 იანვრს), წმინდა მოგება 1,370 მლრდ გრივნა (2010 წელში). ბანკის სისტემაში 30 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. დევიზი პრივატბანკი - თქვენი საყრდენი წერტილია!
კამპანია GfK Ukraine-ს მიერ ჩატარებული საბანკო მომსახურების ბაზრის გამოკვლევის შედეგებით, პრივატბანკის მომსახურებით სარგებლობს ყოველი მესამე (33,2%) გამოკითხული ბანკის კლიენტი, ამასთან ერთად ყოველი მეოთხე მომსახურების ფართო სპექტრით სარგებლობს და თვლის პრივატბანკს თავის ძირითად ბანკად.
2011 წლის 1 თებერვალს პრივატბანკი ემსახურებოდა უკრაინის 2,4 მლნ პენსიონერს, 3,4 მლნ ადამიანი ღებულობს ხელფასს პრივატბანკის ბარათებით, 1 მლნ სტუდენტი ღებულობს სტიპენდიას პრივატბანკში. უკრაინაში ბანკის ინფრასტრუქტურა შეადგენს 6 975 ბანკომატს [3], 2 228 თვითმომსახურების ტერმინალს [4], 35 486 POS-ტერმინალს, 3 202 ფილიალს და ოფისს სახელმწიფოს ქალაქებში და რაიონებში [5]. საშუალოდ, დღე-ღამის განმავლობაში პრივატბანკი 1,5 მლნ ადამიანს ემსახურება[5]. პრივატბანკის საერთაშორისო საბანკო ქსელი შეიცავს ასეთ ბანკ-პარტნიორებს, როგორც მოსკომპრივატბანკს (რუსეთის ფედერაცია), AS PrivatBank-ს (ლატვია), AS PrivatBank-ს (პორტუგალია) და ტაოპრივატბანკს (საქართველო). გარდა ამისა, პრივატბანკს აქვს თავისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 12 ქვეყანაში, იტალიის, კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის და ჩინეთის ჩათვლით წყარო